სპორტი
"ამ ჭორებს ვიღაც სპეციალურად იგონებს", - მარსელო ზედმეტ წონაზე

"ამ ჭორებს ვიღაც სპეციალურად იგონებს", - მარსელო ზედმეტ წონაზე

"რეალის" მცველი, მარსელო უარყოფს, რომ მას გუნდის მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარისთან ზედმეტი წონის გამო პრობლემები ჰქონდა. ბრაზილიელის თქმით, კრიტიკაზე ყურადღებას არ ამახვილებს. "სოლარისთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს", - ციტირებს მარსელოს სიტყვებს A Bola. "პირდაპირია და ღიად ამბობს, თუ რა არის გასაკეთებელი. ყოველთვის "რეალის" დახმარებაზე ვფიქრობთ. მე ჩემი სამუშაო ვიცი, მან კი - თავისი". "საუბრები ჩემს ზედმეტ წონაზე - სიცრუეა. ჩემთვის ეს ახალი არ არის. ამ ჭორებს ვიღაც სპეციალურად იგონებს. შეუძლებელია ზედმეტი კილოგრამებით თამაში". "კრიტიკასთან დაკავშირებით პრობლემები 12 წლის მანძილზე მქონდა. ეს ჩემზე გავლენას არ ახდენს. ხალხს შეუძლია ის თქვას, რაც უნდა და ტყუილი ინფორმაციები გაასაჯაროვოს", - დასძინა ბრაზილიელმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის