სპორტი
არბელოა: "იმედი მაქვს, მესი ძალიან მალე კარიერას დაასრულებს. დღეებს უკვე ვითვლი"

არბელოა: "იმედი მაქვს, მესი ძალიან მალე კარიერას დაასრულებს. დღეებს უკვე ვითვლი"

"რეალის" ექს-მცველმა, ალვარო არბელოამ იმედი გამოთქვა, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი ძალიან მალე დაასრულებს კარიერას. ესპანელის განცხადებით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლიდერის თამაშით სიამოვნებას ვერასდროს იღებდა. "ბარსელონას" პატივს ვცემ, რადგან შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ისეთი ჩინებული ფეხბურთელებით, როგორიც ლიონელ მესია". "მესი ძალიან კარგია, თუმცა არასოდეს მქონია მისი თამაშით სიამოვნების მიღების შესაძლებლობა. არამგონია, ეს როდესმე შევძლო". "იმედი მაქვს, ძალიან მალე კარიერას დაასრულებს. დღეებს უკვე ვითვლი", - ციტირებს არბელოას სიტყვებს Marca.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის