პოლიტიკა
სააკაშვილი: ივანიშვილის გორილები, მოჭიდავეები და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეები, ინაშვილების და კვიციანების ბუკეტები

სააკაშვილი: ივანიშვილის გორილები, მოჭიდავეები და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეები, ინაშვილების და კვიციანების ბუკეტები

“აბსოლუტურად ავადმყოფია ეს კაცი, შეუძლებელია ჩვენ ივანიშვილი არ დავამარცხოთ. აუცილებლად დამარცხდება, აუცილებლად მოშორდება საქართველოს, ოღონდ ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს, იმიტომ რომ საქართველო კარგავს დროს, საუკეთესო რესურსები ტოვებს საქართველოს. ამ ხალხს ვისაც ჩვენ ვაერთიანებთ, მნიშვნელოვანია მიეცეთ საქართველოს აღორძინების საშუალება. რა იყო ივანიშვილის ამოცანა ლიეჟში… ჩვენ ვაპირებდით სერიოზულ დისკუსიას, სქემებით, პროექტებით, ციფრებით, ამის მაგივრად მან მოგვიწყო ბარდაგი. აი, რა ბარდაგიც არის დღეს ე.წ. ქართული პოლიტიკა, წივილი, კივილი,  ყიყინი, ჩხუბი, ცემა-ტყეპა და ვერ გაიგებ ვინ არის მართალი და ვინ ტყუანი ხშირ შემთხვევაში, ზუსტად იგივეს მოწყობა მოინდომა ევროპის შუა გულში. ჩვენ მაინც ჩავატარებთ სერიოზულ დისკუსიას, ისინი არიან დაბოღმილი და დაკომპლექსებული ავადმყოფები და ჩვენ გვყავს ნათელი, გონებაგახსნილი, ჭკვიანი, ინტელექტუალური, წარმატებული ადამიანები. ამ საქარველოს, ასლანის ბაბუინების ახალი ნაირსახეობა, ივანიშვილის გორილები, მოჭიდავეების და უბედურების, ბრტყელთავიანი და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეების, კვიციანების და ინაშვილების რაღაც ბუკეტი, სრული სანაგვედან ამოთხრილი ჭაობის ბინადრების, ნამდვილად ვერ შეუშლის ხელს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ და ჩვენი ამოცანა არის სწორი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის