პოლიტიკა
ჯაში: 2019 წელს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის მასშტაბით საბიბლიოთეკო საქმის მეთოდოლოგიური ცენტრი გახდება

ჯაში: 2019 წელს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის მასშტაბით საბიბლიოთეკო საქმის მეთოდოლოგიური ცენტრი გახდება

ანგარიში სხდომაზე დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა წარმოადგინა. მან, ასევე, ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე საკანონმდებლო კუთხით. მარიამ ჯაშის შეფასებით, ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ განხორციელებული სამიქნობიდან ასევე უმნიშვნელოვანესია ერთიანი ელექტრონული კატალოგის შექმნა და ფონდში არსებული ნებისმიერი გამოცემის ციფრული ვერსიის ხელმისაწვდომობა. „უმნიშვნელოვანესია მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო-პოპულარული სტატიები“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისივე ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე შექმნილია ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი. „მინდა მადლობა გადავუხადო პოლონეთის მთავრობას, რომლის მხარდაჭერით ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ჰენრიკ ჰრინევსკის დარბაზის რეაბილიტაცია მოხდა და პოლონური ლიტერატურის სივრცე შეიქმნა“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მისი განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე რეგიონებში 140 ბიბლიოთეკა განახლდა და დაფუძნდა. მისივე თქმით, არსებული ბიბლიოთეკების მნიშვნელოვანი ნაწილის გარემონტება უზრუნველყო პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ. „ამჟამად ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლითაც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის მასშტაბით საბიბლიოთეკო საქმის მეთოდოლოგიური ცენტრი გახდება“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. კომიტეტის სხდომა ბორჯომში 13 თებერბალს გაიხსნა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება. კომიტეტის წევრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 2019 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ. სხდომის დღის წესრიგშია, აგრეთვე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მის შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2019 წლის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები. კომიტეტის სხდომა ბორჯომში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) მხარდაჭერით იმართება.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის