პოლიტიკა
ამერიკელი მკვლევარი: ანკარა-კრემლის ურთიერთობას საქართველოზე ცუდი გავლენა არ ექნება

ამერიკელი მკვლევარი: ანკარა-კრემლის ურთიერთობას საქართველოზე ცუდი გავლენა არ ექნება

„ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარის ლუკ კოფის განცხადებით, ანკარა-კრემლის ურთიერთობას საქართველოზე ცუდი გავლენა არ ექნება,- ამის შესახებ მკვლევარმა „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა. მასალაში ნათქვამია, რომ რეგიონის ქვეყნებისა და დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილს ბოლო დროს რუსეთისა და თურქეთის დაახლოება აშფოთებს. თუმცა ლუკ კოფი ფიქრობს, რომ ამ პროცესებს საქართველოზე ძლიერი უარყოფითი გავლენა ვერ ექნება და რუსეთ-თურქეთის ისტორიული წარსული და რეალობა მათ კონკურენტების პოზიციაში უფრო აყენებს, ვიდრე - მეგობრების. გარდა ამისა, თურქეთი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და კრემლის მიერ ყირიმის ოკუპაციაზეც საუბრობს. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების და დასავლეთთან კი პირიქით, დაძაბულობის გაზრდის მიუხედავად, ანკარა რუსეთი-უკრაინის კონფლიქტში მკაფიო პოზიციას ინარჩუნებს: ყირიმის ანექსიას არ აღიარებს და საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ქერჩის სრუტეში უკრაინელ მეზღვაურებზე რუსული მხარის თავდასხმის და დაპატიმრების შემდეგ კი, თურქეთმა და უკრაინამ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე გაააქტიურეს საუბარი. იანვარში თურქეთისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ უკრაინა თურქეთისგან 6 უპილოტო საფრენ აპარატ “ბაირაქტარ TB2-ს” იყიდის. ორ ქვეყანას შორის კონტრაქტის ღირებულება 69 მილიონი დოლარია. „რუსეთი-თურქეთის დაახლოების შესახებ საქართველოს კონტექსტში სავსებით მშვიდად ვიქნებოდი. თურქეთსა და რუსეთს ყოველთვის ჰქონდათ კონკურენცია, ზოგჯერ კონფლიქტიც კი სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის ირგვლივ. ამ ორი ქვეყნის ბუნებრივი მდგომარეობა ისაა, რომ ისინი არ უნდა იყვნენ ძალიან ახლოს. ვფიქრობ, ეს ხანმოკლე ჩართულობაა და მომავალში ვნახავთ, რომ თურქეთი თავის ძველ, ბუნებრივ ადგილს დაუბრუნდება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მისი კონკურენტია. არ მგონია ამ სიახლოვეს დიდი გავლენა ჰქონდეს საქართველოს მომავალზე“, - ამბობს ლუკ კოფი. სრული მასალა იხილეთ ბმულზე.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის