მსოფლიო
Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 64 აშშ დოლარს გადააჭარბა

Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 64 აშშ დოლარს გადააჭარბა

9:14 საათის მონაცემებით, Brent-ის მარკის ნავთობის აპრილის ფიუჩერსები ბარელზე 64,16 აშშ დოლარამდე გაიზარდა. Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, ნოემბრის თვის მეორე ნახევარში ვარდნა დაიწყო. ეს კი მას მერე მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატებისა და საუდის არაბეთის სამომავლო ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ერ-რიადის პარტნიორად რჩება. მაშინ Brent-ის ფიუჩერსების ფასი 61 აშშ დოლარამდე დაეცა. იანვარში კი ნავთობმა კვლავ გაძვირება დაიწყო და 60 აშშ დოლარიანი ნიშნული გადალახა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის