სამართალი
პოლიციამ ბათუმში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილა

პოლიციამ ბათუმში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილა

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, მხილებულებმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს ბათუმში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები იმავე დღეს დაადგინეს, ამხილეს და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის