სამართალი
პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილა

პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული ნ.კ. და 2003 წელს დაბადებული მ.ა. ამხილეს. სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს ბათუმში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები იმავე დღეს დაადგინეს, ამხილეს და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის