მსოფლიო
აშშ-ის სენატში კანონპროექტი შევიდა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ითვალისწინებს

აშშ-ის სენატში კანონპროექტი შევიდა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ითვალისწინებს

ამერიკელმა სენატორებმა რუსეთსი წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი მოამზადეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კანონპროექტი რომელიც რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა ერთობლივად შეიმუშავეს, სენატში უკვე შეიტანეს. მედიის ცნობით, ახალი სანქციების დაწესება კერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კანონპროექტის თანახმად, სანქციები საბანკო და ენერგეტიკული სექტორების, ასევე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის - ФСБ-ს 24 თანამშრომლის და რუსეთის გემთსაშენი სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესდება, რომლებიც კერჩის სრუტეში უკრაინელი სამხედროების უკანონო დაკავებაში მონაწილეობდნენ. კანონპროექტი სენატში ასეთი სათაურით შევიდა - "ამერიკის უსაფრთხოების დაცვა კრემლის აგრესიისგან".
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის