სპორტი
დი მარციო: "იკარდის კონტრაქტი არაფერ შუაშია"

დი მარციო: "იკარდის კონტრაქტი არაფერ შუაშია"

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერმა" ჩამოართვა მაურო იკარდის კაპიტნობა, "ნერიაძურის" ახალი წინამძღოლი სამირ ჰანდანოვიჩი იქნება. ამის გარდა, არგენტინელი გოლეადორი ვერ მოხვდა ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში. ინსაიდერ ჯანლუკა დი მარციოს გააჩნია საკუთარი ვერსია "შავ-ლურჯებში" მომხდარი არეულობის ფაქტზე: "კონტრაქტი არაფერ შუაშია, მაურო უბრალოდ არასდროს აქტიურობს მედიაზე, როდესაც საქმე კლუბში არსებულ სიტუაციას ეხება. ინტერის მენეჯერებმა და მთავარმა მწვრთნელმა ჩათვალეს საჭიროდ, რომ აღნიშნული როლი ჰანდანოვიჩს უფრო შეეფერება."
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის