სპორტი
ესპანური გამოცემა: "კოუტინიოს ძირითადში დაყენებას ნაიკი ითხოვს"

ესპანური გამოცემა: "კოუტინიოს ძირითადში დაყენებას ნაიკი ითხოვს"

"ბარსელონას" შემტევს ფელიპე კოუტინიოს კატალონიაში მოულოდნელი მფარველი გამოუჩნდა. ამის შესახებ ისაუბრა ესპანური გამოცემა "OKDIARIO"-ს მთავარმა რედაქტორმა ედუარდო ინდამ: "შეიძლება ითქვას, რომ კოუტინიო თამაშობს ნაიკის მოთხოვნით. აღნიშნული კომპანია "ბლაუგრანას" წელიწადში უხდის 100 მილიონ ევროს, ფელიპეს კი პირადი კონტრაქტი აქვს ნაიკთან, ისევე როგორც ჟერარდ პიკესა და სერხიო ბუსკეტსს. ამერიკელები ამიტომ ითხოვენ მის ხილვას ხშირად ძირითადში. ეს ბრენდების საკითხია." - ინდა. შეგახსენებთ, რომ ნაიკი უკვე 20 წელია, რაც "ბარსას" სპონსორია. კონტრაქტს ვადა 2028 წელს ეწურება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის