მსოფლიო
აშშ-ში ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ

აშშ-ში ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ

კანონპროექტი სანქციების ორ ჯგუფს ითვალისწინებს. პირველი არის “კრემლის ინტერვენცია უცხოეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებში”. მეორე- “კრემლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ”. მეორე ნაწილში რუსეთის ფედერალური ბიუროს  24 ოფიცრის წინააღმდეგ, რომლებიც “ქერჩის სრუტის მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ”, სანქციების დაწესებას მოითხოვენ. მეორე ჯგუფის ფარგლებში, ასევე რუსეთის გემთმშენებლობასთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთი ქერჩის სრუტეში ან მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ნაწილში ნავიგაციის თავისუფლებას არღვევს. გარდა ამისა, სენატორები ენერგეტიკულ სექტორში სანქციების დაწესებას ასევე მხარს უჭერენ. ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის