მსოფლიო
„ყოველთვის მეყვარები“ - ბრაზილიელმა სპორტსმენმა ემილიანო სალასთან რომანი აღიარა და მისი ხსოვნისთვის ხელზე ტატუ დაიხატა

„ყოველთვის მეყვარები“ - ბრაზილიელმა სპორტსმენმა ემილიანო სალასთან რომანი აღიარა და მისი ხსოვნისთვის ხელზე ტატუ დაიხატა

არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, ბრაზილიელმა ფრენბურთელმა ლუიზა უნგერერმა აღიარა, რომ ისინი წელწადნახევრის განმავლობაში შეყარებულები იყვნენ.


Globo-სთან ინტერვიუში ლუიზამ თქვა, რომ მათი რომანი 2017 წელს დაიწყო, როდესაც მათ ერთმანეთი საფრანგეთში სპორტულ ღონისძიებაზე გაიცნეს. ბოლოს კი წყვილი ლუიზას დაბადების დღეზე 14 იანვარს შეხვდა.

საბედისწერო ფრენამდე სალამ უნგერერს შეატყობინა, რომ კარდიფში ხელშეკრულებზე ხელის მოსაწერად მიფრინავდა,

უნგერერის თქმით, მას ბოლომდე სჯეროდა რომ სალას ცოცხალს იპოვნიდნენ.

ემილიანო სალა ფრანგული „ნანტიდან“ უელსურ „კარდიფში“ 18 მილიონ ევროდ გადავიდა. უელსში ის 21 იანვარს კერძო თვითმფრინავით გაფრინდა, სადაც თავის ახალ გუნდს უნდა შეერთებოდა, ადგილზე ჩასვლამდე ერთი საათით ადრე თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.

სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, ინტერნეტში კი არგენტინელის ბოლო აუდიოშეტყონინება გავრცელდა რომელიც მან თავის ახლობლებს გაუგზავნა, მაშინ როდესაც უკვე ბორტზე იმყოფებოდა. სალა აღიარებდა რომ მას ეშინია და ფიქრობს, რომ თვითმფრინავი ეს-ესაა ჩამოვარდება.

4 თებერვალს, ლა მანშის სრუტის ფსკერზე, თვითმფრინავის ნამსხვრევები და ფეხბურთელის ცხედარი იპოვეს, მისი ამოცნობა თითების ანაბეჭდებით მოხდა.

სალას სიკვდილის მიზეზად თავის და სხეულის მრავალრიცხოვანი ტრავმები დასახელდა, რომელიც მან თვითმფრინავის ჩამოვარდნისას მიიღო.

„ის იყო უბრალო ადამიანი კეთილი სულით და სუფთა გულით, მომენტებში გულუბრყვილოც კი“- განაცხადა ლუიზამ.

როდესაც ემილიანოს ცხედარი აღმოაჩინეს, ლუიზამ ინსტაგრამზე დაწერა „ყოველთვის მეყვარები“

ლუიზას თქმით, მძიმე სიტუაციებში მისთვის ხსნად ფრენბურთი იქცა. იმ პერიოდში, როდესაც სალას ეძებდნენ, ლუიზამ 4 მატჩი ითამაშა.

ლუიზას მრავალრიცხოვან ტატუებს კიდევ ერტი მიემატა რიცხვი 9, ფოტოს სადაც ლუიაზას ახალი ტატუ ჩანს აწერია „ემი სამუდამოდ“

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის