პოლიტიკა
ნოდარ ხადური უნგრეთში OECD-GVH RCC-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრება

ნოდარ ხადური უნგრეთში OECD-GVH RCC-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრება

კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი პირები შეხვედრაზე მიმოიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკა და საერთაშორისო გამოცდილება; პერსპექტივები, სტრატეგიული ბაზრები და რეფორმები; კონკურენციის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების განვითარების თანამედროვე ტენდენციები; სამომავლო გეგმები, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება, ინფორმაციის გაცვლა-გაზიარების ეფექტური მეთოდები და ა.შ. შეხვედრა გახსნა უნგრეთის კონკურენციის ორგანოს პრეზიდენტმა მიკლოშ იუნასზმა. სიტყვით გამოვიდა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ნოდარ ხადურმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებენ: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრედერიკ ჯენი, (OECD)-ის კონკურენციის განყოფილების უფროსი ექსპერტი საბინა ზიგელსკი, ასევე უკრაინის, რუმინეთის, მაკედონიის, მოლდოვის, სერბეთის, ხორვატიის, ალბანეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების კონკურენციის ორგანოს ხელმძღვანელები. ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის