სპორტი
"რელიგიური ცენზურა არაფერ შუაშია" - კიდევ ერთი კურიოზი ირანიდან

"რელიგიური ცენზურა არაფერ შუაშია" - კიდევ ერთი კურიოზი ირანიდან

ირანულ ტელევიზია "IRIB TV3"-ზე გამოჩენილმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლოგომ, რომელზეც ამოღებული იყო ეშმაკი - მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ყველას ეგონა, რომ "მანკუნიანელთა" სიმბოლოს შეეხო რელიგიური ცენზურა, მაგრამ რეალურად, საქმე ბევრად უფრო კურიოზულადაა. "ეს არის გრაფიკული შეცდომა. რედაქტორებმა Google-ში მონახეს მანიუს ძველი ლოგო და ჩათვალეს, რომ ის ამჟამინდელის იდენტური იყო. მათ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია ინგლისური კლუბის შესახებ." - განაცხადა ირანული ტელევიზიის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა. აღნიშნულ გერბს "ემიუ" იყენებდა 1970-1973 წლებში, შემდეგ კი "მანჩესტერის" ლოგო დაამშვენა ეშმაკმა, რომელიც დღემდეა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის