მსოფლიო
მაიკლ ბლუმბერგი მზადაა, 500 მლნ აშშ დოლარი დახარჯოს, რათა ტრამპი მეორე ვადით არ აირჩიონ

მაიკლ ბლუმბერგი მზადაა, 500 მლნ აშშ დოლარი დახარჯოს, რათა ტრამპი მეორე ვადით არ აირჩიონ

როგორც სტატიაშია ნათქვამი, სულ ორი სცენარი განიხილება: ბლუმბერგი თავად იბრძოლებს დემოკრატიული პარტიის კანდიდატების ნომინაციაში, ან არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ კანდიდატის სასარგებლოდ „უპრეცედენტო“ კამპანიას დაიწყებს. როგორც Politico წერს, შედარებისთვის: ტრამპის საარჩევნო კამპანიაში 2016 წელს დაახლოებით 325 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მაიკლ ბლუმბერგის მრჩეველმა კევინ შიკმა გამოცემას განუცხადა, რომ მერობის კამპანიის დროს ბიზნესმენმა 100 მილიონი დოლარი დახარჯა. თუ მაიკლ ბლუმბერგი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს, 500 მილიონი დოლარი მაქსიმალური თანხა არ იქნება, არამედ კამპანიის დაფინანსების მინიმალური ოდენობა. ბიზნესმენს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას. 8 თებერვალს, გამოცემა Miami Herald-ი იტყობინებოდა, რომ მაიკლ ბლუმბერგი აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის