საზოგადოება
ოთარ კეპულაძე - წარმატებული ზოგადი ქირურგი საქართველოდან...

ოთარ კეპულაძე - წარმატებული ზოგადი ქირურგი საქართველოდან...

ოთარ კეპულაძე - ახალგაზრდა, წარმატებული ზოგადი ქირურგია საქართველოდან. "ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ინტერვიუს ექიმთან: სპეციალობა: ზოგადი ქირურგი სამუშაო ადგილი/თანამდებობა: შპს „კარაპს მედლაინი“ - მერაბ კილაძის სახელობის ზოგადი და მინი ინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ზოგადი ქირურგი. განათლება: • 1997-2003 წ.წ. – თბილისის სახელწიფო სამედიცინო აკადემია. • 2003-2008 წ.წ. – სპეციალიზაცია ზოგად ქირურგიაში უმცროსი ექიმის თანამდედობაზე, შპს „თორაკოაბდომინური კლინიკა“. • 2008წ. სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში ზოგადი ქირურგია. • 20.11 – 07.12. 2007 წ. – სასწავლო კურსი საველე ქირურგიაში. • 2011 – ლაპაროსკოპიული სასწავლო კურსი კოლორექტალურ და ბარიატრიულ ქირურგიაში. ბელინსონის სამედიცინო ცენტრი, ისრაელი. • 11.01 – 18.01.2015 წ. – ზალცბურგის სამედიცინო სემინარი „ტრავმატოლოგია და გადაუდებელი ქირურგია. • 2016 წ. – „მასწავლებელთა (ტრენერთა) ტრენინგ პროგრამა“. პროფესიული გამოცდილება: • 2012.05 – დღემდე – შპს „კარაპს მედლაინი“ – ქირურგი. • 2012.01-2012.05 წ.წ. – ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი – ქირურგი. • 2011.04-2011.11 წ.წ. – შპს„დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი “- ქირურგი. • 2011-2012 წ.წ. – შპს „ამტელ ჰოსპიტალი I კლინიკური“- ქირურგი. • 2008-2011 წ.წ. – შპს „თორაკოაბდომინური“ კლინიკა – ქირურგი. • 2007-2008 წ.წ. – შპს „ნ.ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალი“ – მიმღები განყოფილების ექიმი. • 2003-2008 წ.წ. – შპს „თორაკოაბდომინური“ კლინიკა – უმცროსი ექიმი. ოთარ კეპულაძეს სტაჟირება გავლილი აქვს ევროპის სხვადასხვა წამყვან კლინიკებში. არის საქართველოს მცირეინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის წევრი. - ცნობილი ექიმის - მერაბ კილაძის სკოლის გამგრძელებელი ხართ ქირურგიაში, რა როლი ითამაშა მან, თქვენს პროფესიონალ ქირურგად ჩამოყალიბებაში? - გარდა იმისა, რომ მერაბ კილაძე იყო არაჩვეულებრივი პიროვნება და უძლიერესი ქირურგი საქართველოში, მას ქონდა საოცარი პედაგოგიური ნიჭი და საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესანიშნავი უნარი. მან მაღალ დონეზე აიყვანა ლაპარასკოპიული მინი ინვაზიური ქირურგია საქართველოში და უამრავი სხვადასახვა ტიპის ოპერაცია დანერგა, ახლა უკვე ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და წინ და წინ მივდივართ. მეამაყება, რომ მისი მოსწავლე ვიყავი. ბატონი მერაბისგან ვისწავლე, როგორ შევასრულო ოპერაცია ბევრად უფრო უსაფრთხოდ, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობების გარეშე. - რა ტრადიციებზე და ღირსებებზე დგას დღეს თქვენი განყოფილება? - ზუსტად იმავე მიმართულებით ვაგრძელებთ სვლას, რაც იყო ბატონი მერაბის დროს. მან ყველაფერი მასწავლა იმისათვის, რომ წარმატებით გავაგრძელო მისი საქმიანობა. მისგან მიღებულ ცოდნას ზოგად ქირურგიასა და მინიინვაზიურ ქირურგიაში, დღეს აქტიურად ვიყენებ. - კონკრეტულად რა ტიპის ოპერაციები კეთდება თქვენთან ლაპარასკოპიული მეთოდით? - ჩვენთან კეთდება ყველა ტიპის ოპერაცია მუცლის ღრუზე ღია და ლაპარასკოპიული წესით: ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საყლაპავის სხვადასხვა დაავადებების დროს, ელენთის ამოკვეთა, ჭარბი წონის მკურნალობა, ნაწლავის რეზექცია მსხვილი ნაწლავის დაავადებებების დროს. ( აქ თუ გინდა უფრო დეტალურად გაშალე- ავტ). შედარებით რთულ ქირურგიულ ჩარევად ითვლება სანაღვლე გზებზე განმეორებითი ოპერაციები, ასევე მსხვილ ნაწლავზე ოპერაციები, რომლებიც ძალიან ხშირად კეთდებოდა და დღესაც კეთდება ჩვენს კლინიკაში. - რა უპირატესობა აქვს ლაპარასკოპიულ მეთოდს? - ლაპარასკოპიული ქირურგია, გაცილებით უფრო უსაფრთხო და ადვილად გადასატანია, მარტივია პოსტოპერაციული პერიოდი, ადვილად ხდება რეაბილიტაცია და ნაკლებია გართულებების რისკი, ნაკლები ტკივილი აქვს პაციენტს პოსტოპერაციულ პერიოდში, იმავე საღამოს აქტიურდება და შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, არ საჭიროებს განსაკუთრებულ დიეტას, წოლითი რეჟიმი და კოსმეტიკური თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ამ შედეგის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ლაპარასკოპიული ოპერაციული წესით მკურნალობა ბევრად უკეთესია.
წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის