მსოფლიო
სააკაშვილი: ”მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარ ვარ, მოსახლეობის თითქმის მესამედი დავკარგეთ”

სააკაშვილი: ”მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარ ვარ, მოსახლეობის თითქმის მესამედი დავკარგეთ”

კითხვაზე, რას გულისხმობს ლიეჟში გამართული შეხვედრა, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: “აქ თითქმის მთელი მსოფლიოდან დელეგატები იქნებიან. ესენი არიან აქტიური ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ისეთივე სიტუაციაშია, როგორიც უკრაინა ან მოლდოვაა, ამჟამად ხალხი მასობრივად მიდის. ჩვენ პრაქტიკულად მოსახლეობის მესამედი დავკარგეთ იმ მომენტიდან, როცა პრეზიდენტობა შევწყვიტე. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ყველაზე შრომისმოყვარე, სამეწარმეო, ინტელექტუალური ხალხი გვტოვებს. აუცილებელი იყო რაიმე ფორმით  ამ ადამიანების შეკრება, რაც სიტუაციის შეცვლას ხელს შეუწყობს“,-აცხადებს სააკაშვილი. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყანას ტოვებს, მათ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის უფლება აქვთ. „სანამ ისინი ჯერ კიდევ თავიანთ სამშობლოსთან დაკავშირებულნი არიან, ჩვენ სიტუაცია საპირისპიროდ უნდა შემოვაბრუნოთ. ადამიანებს, რომლებიც რეალურად საკუთარ ქვეყნებს მხარს უჭერენ, ამ ქვეყნების პოლიტიკაში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო). ამავდროულად, ისინი ოლიგარქებით კონტროლირდებიან: ერთი, ორი ან სამი – ისინი ყველაფერს გადაწყვეტენ… აღნიშნულის გათვალისწინებით, ხალხი აქტიურია. მე მქონდა შეხვედრები ამერიკაში დიასპორასთან, ახლა ევროპაში ჩავატარებ“,-აღნიშნავს სააკაშვილი.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის