პოლიტიკა
კილაძე: თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს!

კილაძე: თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს!

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელიას მიერ წარდგენილ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ეხება. “უმრავლესობის უმრავლესობას ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია. მე ბუნებრივია მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორც იურისტს ამასთან დაკავშირებით. ნამდვილად არსებობს აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კონსტიტუციურობასთან მიმართებით. ჩვენ რაც არ უნდა კარგი მიზანი გვქონდეს კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციას გვერდს ვერ ავუვლით. საკითხი ვინ წავა, წამოვა, ეს კონკრეტული ადამიანების საქმეა და როგორც არაერთხელ ითქვა, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის