საზოგადოება
აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირისა და მისი თავმჯდომარის, - ნიაზ ბოლქვაძის პიროვნების დისკრედიტ...

აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირისა და მისი თავმჯდომარის, - ნიაზ ბოლქვაძის პიროვნების დისკრედიტ...

არავისთვის უცხო აღარ არის, რომ ანტიეროვნული, დესტრუქციული ძალების მიერ მიმდინარეობს აქტიური ბრძოლა მამულიშვილური იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციებთან, კერძოდ საგვარეულო კავშირებთან, რომლებიც საქართველოს პატრიარქის იდეითა და ლოცვა-კურთხევით არის დაფუძნებული და ფუნქციონირებენ. ბრძოლა მიმდინარეობს პატრიოტიზმის ნიღაბ ქვეშ, რაც ყველაზე საშიშია. უმეტეს წილად, უძველესი სამარცხვინო მეთოდით ,,ციხე შიგნიდან ტყდებაო“, ხდება საგავრეულო კავშირის ხელმძღვანელების ჩანაცვლება, მართვადი პიროვნებებით, ვინც საკუთარი ინტერესების სანაცვლოს ყოველგვარ უზეობას უწყობენ ხელს. ამის ერთ-ერთი სამწუხარო ფაქტია ,,აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის მიმართ განხორციელებული უკანონო, თავხედური ჯგუფური დანაშაული, კავშირის დაშლისა და მისი ხელმძღვანელობის, პირადად თავმდჯომარის, - ნიაზ ბოლქვაძის დისკრედიტაციის მიზნით. ჩვენი მოსახლეობისათვის ,,მამულიშვილთა კავშირის“ მოღვაწეობის, მამულიშვილური საქმეების შესახებ კარგადაა ცნობილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. ნიაზ ბოლქვაძე-არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საერთაშორისო ფილოსოფოსთა საზოგადოების წევრი, ბაშკირეთის რესპუბლიკის რუსთაველის სახელობის ქართველთა სათვისტომოს დამფუძნებელი და პრეზიდენტი (ამჟამად საპატიო) საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს ბოლქვაძეთა კავშირის და აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, 2019 წლის ნობელის პრემიის ნომინანტია მშვიდობის დარგში, ვის ჩამოშორებასაც ცდილობენ მამულიშვილური, საზოგადოებრივი ასპარეზიდან, შურით, გაუტანლობით, დისკრედიტაციის გზით. ნიაზ ბოლქვაძე არის თავისი ქვეყნის მამულიშვილი, რომელიც ,,მამულიშვილთა კავშირში გაერთიანებულ ღვაწლმოსილ ადამიანებთან ერთად პრინციპულად, უღალატოდ დგას ქართული ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მარადიული სულიერი ღირებულებების სადარაჯოზე. 2019 წლის 11 თებერვალს საქართველოს საგვარეულოთა ყრილობაზე დაგმეს აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ თვითმარქვიათა ჯგუფის მიერ განხორციელებული უკანონო დანაშაულებრივი ფაქტი. საქართველოს საგვარეულო კავშირის ,,გვარი და გვარიშვილობის“ ხელმძღვანელობის მიერ ბატონი ნიაზ ბოლქვაძე დაჯილდოებული იქნა საპატიო სიგელით, საგვარეულო მოძრაობაში გაწეული ღვაწლისათვის. როგორც ჩანს, სწორედ ამას არ პატიობენ. კერძოდ: 2018 წლის 08 აგვისტოს თვითმარქვია ადამიანთა ჯგუფმა კავშირის ყოფილი წევრების თემურ ნიჟარაძის, ბიჭიკო ბოლქვაძის, იოსებ წულუკიძის შემადგენლობით, კავშირის წევრთა მხარდაჭერა რომ ვერ ჰპოვეს, სხვა თანამზრახველებთან ერთად, თაღლითური გეგმით, შეადგინეს უსაფუძვლო ყალბი კრების ოქმი, რომელსაც არ ესწრებოდა კავშირის არც ერთი ნამდვილი წევრი, ვის მხრებზეცაა წლების მანძილზე მამულიშვილთა კავშირის სიმძიმე, გადააყენეს თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე, მის ნაცვლად კი დანიშნეს ადრე ყაჩაღობაზე ნასამართლევი პიროვნება ჯეირან ფალავანდიშვილი, შეცვალეს კავშირის წესდება, გამგეობა, მისამართი და სხვა გაყალბებულ დოკუმენტებთან ერთად წარადგინეს იუსტიციის სახლში, რითაც შეცდომაში შეიყვანეს საჯარო რესტრი და საზოგადოება, რაც კანონმდებლობით დასჯადია. აჭარის მამულიშვილთა კავშირი თავისი მამულიშვილური მოღვაწეობის მაშტაბით არ არის მხოლოდ აჭარის, არამედ, მასში გაწევრიანებულია თბილისიდან, მესხეთიდან, ოზურგეთიდან, ქუთაისიდან და სხვა ქალაქებიდნ თანამემამულეები. ჩვენ ყველანი, კავშირის წევრები წერილობით ვადასტურებთ, რომ კავშირის არც ერთი ნამდვილი წევრი არ ესწრებოდა ზემოთაღნიშნულ უსაფუძვლო კრებას, არამედ თაღლითურ ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით მივმართეთ საჯარო რეესტრს, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროის მანძილზე კავშირის თავმჯდომარე ბატონი ნიაზი დაკავებული იყო სამწერლო, მეცნიერული შრომებით და ემზადებოდა საქართველოდან ნობელის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსზე წარდგინებისათვის, სადაც ჩვენ, მთელი მამულიშვილთა გუნდი ვედექით მხარში. დარწმუნებული ვართ, მან საქართველო ღირსეულად წარმოადგინა ნობელის კომიტეტის წინაშე ნორვეგიაში, ქ. ოსლოში. თაღლითთა ჯგუფის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო, ხელი შეეშალათ მეცნიერისათვის, მწერლისათვის ამ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის პროექტის ნობელის პრემიაზე წარდგინებაში, რასაც მათ მიერ ჩადენილი არაერთი ხელშემშლელი საგაზეთო პუბლიკაცია რეგიონალურ პრესით თუ სხვა ფაქტები მოწმობენ. ერთ-ერთი ასეთი საკმაოდ გახმაურებული ფაქტი, რომელიც ნათლად მიუთითებს თაღლითთა ჯგუფის მიერ ორგანიზებულ დანაშაულზე მამულიშვილთა კავშირის და მისი თავმჯდომარის ნიაზ ბოლქვაძის დისკრედიტაციის მიზნით არის შემდეგი: დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა ბიჭიკო ბოლქვაძემ იგივე მეთოდით თავხედურად, დაშალა ბოლქვაძეთა კავშირი და თავი მცირერიცხოვან თანამზრახველების თანადგომით, თვითმარქვია თავმჯდომარედ დაინიშნა. თვითმარქვიობის ეს სამწუხარო ფაქტი გვარის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და ბატონ ნიაზ ბოლქვაძის მიმართ, რომელსაც მნიშვნელოვანი ღვაწლი აქვს გვარისა და ქვეყნის წინაშე, დაადასტურეს მათი პატივისცემა. ამ ფაქტს ,,მამულიშვილთა კავშირის“ არაერთი წევრი დაადასტურებს, როგორც თვითმიხლველნი, რომელნიც იქ იმყოფებოდნენ სტუმრის სტატუსით. ბიჭიკო ბოლქვაძეს ამ უზნეო საქმის განხორციელებაში მხარში ედგა ზემოთ აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და ასევე ,,ეგრეთ წოდებული“ რამდენიმე საზოგადო მოღვაწე ნებით თუ უნებლიეთ, რაც საზოგადოებისათვის აუცილებლად გახდება ცნობილი... ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ბოლქვაძეთა ისტორიული გვარის წარმომადგელნი თავის სამართლიან ღირსეულ სიტყვას იტყვიან ბოლქვაძეთა კავშირში მომხდარის გამო. რაც შეეხება ,,მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის“ წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ჯგუფურ დანაშაულის ფაქტს, ჩვენ, კავშირის წევრები მივმართავთ საქართველოს პროკურატურას იმ იმედით, რომ: 1) გამოძიება შეისწავლის და იურიდიულ შეფასებას მისცემს მომხდარს, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა უნდა აღადგინოს ,,მამულიშვილთა კავშირი“ ბატონ ნიაზ ბოლქვაძის თავმჯდომარეობით. 2) დამნაშავეები სამაგალითოდ დაისჯებიან ჩადენილი ჯგუფური, დანაშაულის გამო, რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ანტიეროვნული ქმედება. ჩვენ, მივმართეთ მოსახლეობას იმ იმედით, რომ სწორად შეაფასებენ მომხდარს, არ წარმოეგებიან პროვოკაციას და მორალურ მხარდაჭერას გამოთქვამენ ,,მამულიშვილთა კავშირის“ მიმართ, რომელთა ინტერესებსაც წლების მანძილზე უანგაროდ ემსახურება იგი. მამულიშვილთა კავშირის წევრები: • დუგლას ზამთარაძე - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, არქიტექტურის რაინდი, აჭარის დამსახურებული ინჟინერი, მხატვარი (ბათუმი) • ოთარ ურუშაძე - საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, პოეტი, გაზეთ ,,ძველი თაობის“ მთავარი რედაქტორი (თბილისი) • რეზო რომანაძე- თადარიგის პოლკოვნიკი, იურისტი, სამართალმცოდნე (ბათუმი) • როლანდ სინატაშვილი - თადარიგის პოლკოვნიკი, პუბლიცისტი (თბილისი) • ზაზა სუდაძე - ტაძრების მშენებელ-რესტავრატორი (ახალციხე) • თამაზ დარჩიძე- მცირე მეწარმე, მამულიშვილთა კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხის ხელმძღვანელი (ბათუმი) • ნოდარ კილაძე- კილაძეთა საგვარეულო კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე (ქობულეთი, ჩაქვი) • იბრაიმ ფაღავა- ფაღავათა საგვარეულო კავშირის გამგეობის წევრი (ბათუმი) • როინ ხარაძე- მშენებელი (ბათუმი) • ანგელინა გუგუშვილი- პედაგოგი (ბათუმი) • მანანა წულუკიძე - პედაგოგი, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,მწიგნობარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (ბათუმი) • ეთერ ცეცხლაძე - სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი (ბათუმი) • თალიკო გაბეჩავა - ეკონომისტი (ბათუმი) • როდამ ირემაძე- სტუდენტი, პოეტი (თბილისი) • ენრი ვერულიძე -სტუდენტი (თბილისი) განცხადებას ასევე ხელს აწერს მამულიშვილთა კავშირის 60-ზე მეტი წევრი.
წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის