საზოგადოება
ილიაუნიში პროტესტი გრძელდება - სტუდენტებმა ადმინისტრაციას ვადა 19:00 საათამდე მისცეს

ილიაუნიში პროტესტი გრძელდება - სტუდენტებმა ადმინისტრაციას ვადა 19:00 საათამდე მისცეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებელში ჩატარებულ რეორგანიზაციას 10 დღის განმავლობაში აპროტესტებენ. სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, ბიზნესის სკოლა გაუქმდა და ახალი ფაკულტეტის - მენეჯმენტის, ტექნოლოგიების განვითარების ფაკულტეტს შეუერთდა. სტუდენტები ბიზნეს სკოლის აღდგენას და დეკანის თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვენ. მათ ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სპეციალური საბჭოს მოწვევა მოსთხოვეს, სადაც საკითხის განხილვა მოხდება. სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიგა ზედანიას ვადა 19:00 საათამდე მისცეს. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციებს გააგრძელებენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელმძღვანელი პირების გადადგომის საკითხი დააყენონ. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნული რეორგანიზაცია, სტუდენტების სასარგებლოდ განხორციელდა და ამის შესახებ მათ დეტალური ინფორმაციაც მიაწოდეს.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის