საზოგადოება
თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარის შედეგად დამწვარია 150 კვ.მ. ფართი...

თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარის შედეგად დამწვარია 150 კვ.მ. ფართი...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, სადგურის მოედანზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. როგორც ზავრადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დამწვარია 150 კვ.მ. ფართი, სადაც მეორადი ტანსაცმელებისა და სარეცხი საშუალებების საწყობი იყო. მისივე თქმით, დიდუბის რაიონის გამგეობა დაზარალებულებს კანონის შესაბამისად დაეხმარება. „ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე, რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა ლაპარაკი. რაც შეეხება მდგომარეობას, დამწვარია საწყობი, რომელიც კაპიტალურად იყო გაკეთებული. დაზიანებულია მეორადი ტანსაცმლის ნაწილი და სარეცხი საშუალებები. სანამ გამოძიება ინფორმაციას არ დადებს, მიზეზებზე საუბარი ნაადრევია. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ცეცხლი არ არის, თუმცა დაკვამლიანება შეინიშნება. მსხვერპლი არ არის. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, აქ არიან მეპატრონეებიც, „თელასისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები. ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენი პირია დაზარალებული. ამ ბაზრობის ხელმძღვანელობას მსგავსი ინცინდენტი ერთი წლის წინაც ჰქონდა და ბევრი გაუკეთეს თავის მოვაჭრეებს. ჯერ უნდა გაირკვეს, ვინ არის დაზარალებული და რა ზარალზეა ლაპარაკი. მერე ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ,თუმცა, ზარალის ანაზღაურებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ბაზრობა კერძო საკუთრებაა და როგორც აქამდე ვეხმარებოდით კანონის ფარგლებში, ასევე დავეხმარებით მეპატრონესთან ერთად. სხვა ფართზე ხანძრის გადასვლის საშიშროება ამ წუთებში აღარ არის, ცეცხლი ლოკალიზებულია“, - განაცხადა ზავრადაშვილმა. ხანძრის მიზეზი უცნობია. ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩნდა.
წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის