პოლიტიკა
ოხანაშვილი ბესელიას კანონპროქტზე - პასუხებს საჭიროებს, რამდენად აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სტანდარტს

ოხანაშვილი ბესელიას კანონპროქტზე - პასუხებს საჭიროებს, რამდენად აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სტანდარტს

უმრაველსობის წევრმა, ეკა ბესელიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტის განსახილველად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ბესელიას მიერ ხელმოწერების შეგროვების დაწყებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე გამოეხმაურა. ანრი ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტის ინიციატორებთან კონსულტაციებს გაივლიან და შემდეგ გადაწყდება, როდის დაიწყებს კანონპროექტზე კომიტეტი მსჯელობას. „ბევრი საკითხია, რომელიც პასუხის გაცემას საჭიროებს, პირველი ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი, კონსტიტუციურ სტანდარტს აკმაყოფილებს თუ არა ეს კანონპროექტი, არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რამდენად სამართლიანია. არის თუ არა სამართლიანი იმ პირებთან მიმართებაში, რომელზეც ჩვენ თავიდან გავაკეთეთ აქცენტი, როდესაც ეს გამოსაცდელი ვადის ფარგლებში ვთქვით, რომ სწორედ გამოსაცდელი ვადის შემდგომ ახალი სისხლი შედის კიდევ სასამართლო სისტემაში. ამიტომ ეს ადამიანები, რომლებმაც გაიარეს, არიან კეთილსინდისიერები მოსამართლეები და ელოდებიან, ვინაიდან მათ ჰქონდათ კონსტიტუციური მოლოდინი დანიშვნასთან დაკავშირებით, რას ვეუბნებით მათ. არის ბევრი შეკითხვა, პირველი არის კონსტიტუციური სტანდარტი, მეორე ეს არის, რამდენად სამართლიანია ეს კანონპროექტი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის