მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი: ბუნებრივია, საქართველოსა და უკრაინაში დავბრუნდები

მიხეილ სააკაშვილი: ბუნებრივია, საქართველოსა და უკრაინაში დავბრუნდები

– აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას? – ბუნებრივია, რომ საქართველოსა და უკრაინაში დავბრუნდები – ეს ორი ქვეყანაა, სადაც მოქალაქეობა დავკარგე, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ დგას. დღეს მე  ამ ხალხთან შეხვედრა, სტრუქტურის ორგანიზება მინდოდა. ამ პროცესის საბოლოო შედეგი ჩემი დაბრუნება და  ხალხის მიერ ტერიტორიის ოლიგარქებისგან გათავისუფლება უნდა იყოს“. – არჩევნებში თქვენი კანდიდატი დამარცხდა. თუ თქვენს დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, რა გელით? „პირველი, მიმაჩნია, რომ ჩვენი კანდიდატი არ დამარცხებულა, მას არჩევნები მოპარეს. ჩვენ უზარმაზარი მტკიცებულება გვაქვს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადასტურებული, რომ მასობრივი დარვევა იყო“,-აცხადებს სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განმარტებით, „არჩევნები გაყალბებულია და ხალხმა ეს იცის“. „მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციური წინაისტორია მაქვს, რევოლუციები ჩემი პირველი არჩევანი არ არის და არც ჩემი პირველი ინსტინქტი. რამდენიმე წელი ვქმნიდი და ვანვითარებდი ქვეყანას. ჩემთვის, ერთადერთი მხოლოდ განვითარება და წინსვლაა… აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ შევძლებთ საქართველოში ადამიანების შეკრებას და ჩვენი ემიგრაციის ორგანიზებას მოვახდენთ. გაითვალისწინეთ, რომ დიასპორა საქართველოს ეროვნული ბიუჯეტის ნახევარზე მეტს შეადგენს. ბუნებრივია, ხალხს უფლება აქვს მოუსმინონ“,-მიიჩნევს სააკაშვილი.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის