მსოფლიო
NASA-მ მარსზემავალი მეორე აპარატის სამუშაოების შეწყვეტის შესახებ განაცხადა

NASA-მ მარსზემავალი მეორე აპარატის სამუშაოების შეწყვეტის შესახებ განაცხადა

ერთი დღის წინ, NASA-მ ბოლოჯერ სცადა მასთან კავშირის დამყარება, თუმცა ამაოდ. მთლიანობაში, კავშირის დაკარგვის შემდეგ, აპარატთან კავშირის დამყარება 800-ჯერ სცადეს. Opportunity-მ მარსზე 14 წელი და 195 დღე იმუშავა და 45 კილომეტრი გაიარა. ბოლოჯერ მასთან კავშირი 2018 წლის 10 ივნისს შედგა. ორი დღის შემდეგ კი, მარსზემავალი, ხანგრძლივი და ძლიერი მტვრის ქარიშხლის გამო, ენერგომომარაგებაზე გადაიყვანეს. ქარიშხალი შემოდგომაზე ჩაწყნარდა, თუმცა აპარატი კონტაქტზე აღარ გამოსულა. მეცნიერებმა, მისი მდებარეობის დადგენა ფოტოების მიხედვით მოახერხეს. NASA-ს სპეციალისტების აზრით, მარსზე მსვლელს შესაძლოა ძრავის გაცხელებისთვის ენერგია არ ეყო, რამაც თავის მხრივ აპარატის გაყინვა გამოიწვია. ამასთან, Opportunity-ს მზის ბატარეა შესაძლოა მტვრის დიდი ფენით დაფარულიყო. Opportunity მეორე მარსზემავალია, რომელიც NASA-მ პლანეტაზე პროექტ Mars Exploration Rover-ის ფარგლებში გაგზავნა. მისი ძირითადი ამოცანა მარსზე წყლის აღმოჩენის შესაძლებლობების დადგენა და პლანეტისთვის გეოლოგიისა და კლიმატისთვის მისი როლის დადგენა იყო. პირველი მარსზემავალი აპარატი Spirit იყო. მან პლანეტის ზედაპირზე 2010 წლამდე იმუშავა და 7,72 კილომეტრი გაიარა. ამჟამად მარსზე გრძელდება სამუშაოები მესამე მარსზემავალის – Curiosity მეშვეობით. იგი პლანეტაზე 2012 წლის 6 აგვისტოს დაჯდა. აპარატი არ მუშაობს მზის ბატარეაზე, მასზე ბირთვული გენერატორია დამონტაჟებული.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის