სპორტი
2 ასისტი და ჰეინეკენი - დი მარიასა და ემიუს განახლებული სიძულვილის ისტორია დეტალებში

2 ასისტი და ჰეინეკენი - დი მარიასა და ემიუს განახლებული სიძულვილის ისტორია დეტალებში

2014 წლის 26 აგვისტოს, ქალაქ მანჩესტერის წითელ ნაწილში დაისადგურა ზეიმმა. "ოლდ ტრაფორდზე" გადმობარგდა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორი და მუნდიალის ფინალისტი - ანხელ დი მარია. "იუნაიტედს" ეს სიამოვნება დაუჯდა კლუბისთვის იმ დროისთვის რეკორდულ 75 მილიონ ევროდ. "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები ჩავარდნენ ეიფორიაში, რადგან მათ რაც შეიძლება მალე უნდოდათ დევიდ მოიესთან ერთად გატარებული კოშმარული სეზონის დავიწყება. დი მარიას რანგის ფეხბურთელის გაფორმება კი ითვლებოდა სერიოზულ წინ გადადგმულ ნაბიჯად მწვერვალზე დაბრუნებისკენ. "მანკუნიანელები" ვერც ხვდებოდნენ, რომ მომავალში გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდებოდა. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, "ოცნებების თეატრში" არგენტინელის ეიმედებოდათ, მისთვის ბოძებული 7-ნომრიანი მაისური - ამის ნათელი მტკიცებულებაა. "ბედნიერი ვარ "მანჩესტერში" გადმოსვლით. რამდენიმე გუნდისგან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ "იუნაიტედი" ერთადერთი ადგილია, სადაც წავიდოდი მადრიდის "რეალის" შემდეგ. მომწონს ლუი ვან გაალის იდეები და კლუბის ხელმძღვანელების ამბიცია." - დი მარია. მოლოდინი იყო უდიდესი, მაგრამ "მანიუმ" ჩააგდო სეზონის სტარტი: მხოლოდ ერთი ქულა 4 ტურში და 4 გოლი "მილტონ კინს დონსისგან" ლიგის თასზე. მოგვიანებით, არგენტინელმა თითქოს დაამტკიცა, რომ ადაპტირების პროცესი წარმატებით დასრულდა. თავდაპირველად ანხელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "ქუინს პარკ რეინჯერსის" განადგურებაში, შემდეგ კი მან გაიტანა ღვთაებრივი სილამაზის გოლი "ლესტერ სიტის" კარში. ცნობისთვის, პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ბურთი. ზოგადად, "ეშმაკებისთვის" აღნიშნული მატჩი იქცა ერთგვარ კატასტროფად და ქაოსის სიმბოლოდ. "ემიუ" 3:1-ს ამარცხებდა "მელიებს", "მანკუნიანელთა" რიგებში ბრწყინავდა რუნი, ვან პერსი, დი მარია, ფალკაოს შემტევი კვარტეტი, მაგრამ შემდეგ, "ლესტერმა" შეაგდო 4 გოლი და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ლესტერი-მანჩესტერი 5:3 - პრემიერ ლიგის წლის გოლი დი მარიას შესრულებით აღარავის ახსოვდა არგენტინელის შედევრი. მთავარი გახდა ის, რომ "მანჩესტერმა" გაუშვა 5 ბურთი ეპლ-ის იმდროინდელი აშკარა აუტსაიდერისგან. ანხელის თამაშის ხარისხი მატჩიდან მატჩამდე ეცემოდა, "ოლდ ტრაფორდზე" ნელნელა ხვდებოდნენ - ეს არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც 7-ნომერს უნდა ატარებდეს. აღსანიშნავია, რომ უარყოფითი განწყობა მოდიოდა სამხრეთ ამერიკელისგანაც. დი მარია ყველაფრით იყო უკმაყოფილო: ამინდით, საკვებით, მოსაწყენი "იუნაიტედით", ვან გაალის უმაქნისობით, პრემიერ ლიგის მცველების ნეანდერტალური სიხისტით და ა.შ. ნისლიან ალბიონზე გადმობარგებიდან რამდენიმე თვეში, ანხელის საჭირო თვისებები მთლიანად გაბათილდა, ანუ ყველაფერი ის, რითაც არგენტინელი დაეხმარა "რეალს" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. ამით, დი მარიას უიღბლობები არ დამთავრებულა. სამხრეთ ამერიკელმა მიიღო ტრავმა, რომელიც მას სასტარტოში ადგილის დაკარგვად დაუჯდა. ვან გაალი ანხელის ნაცვლად აყენებდა ჩამოწერილ ეშლი იანგსა და მარად პერსპექტიულ ადნან იანუზაის. ბოლო წვეთი აღმოჩნდა იანვარში მომხდარი ფეხბურთელის სახლის ძარცვა. ამ ყველაფრის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ არგენტინელი არ გაჩერდებოდა "აუხდენელი ოცნებების თეატრში" ერთ სეზონზე დიდხანს. გაზაფხულზე ლუიმ კიდევ ერთი შანსი მისცა დი მარიას, ეს მოხდა ინგლისის თასის 1/4 ფინალში, ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ, შედეგი: უსახური თამაში, სიმულაცია, მსაჯთან შეკამათება და გაძევება. დი მარიას ფიასკო არსენალთან სეზონის დასრულების შემდეგ, "მანჩესტერმა" თავისი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი პირველივე შემხვედრს მიჰყიდა, ანუ "პარი სენ-ჟერმენს". აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის დედაქალაქში მოსვლისთანავე, ანხელმა დაიწყო ყოფილი კლუბის უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, რითაც "ეშმაკები" კიდევ უფრო განრისხდნენ. გავიდა რამდენიმე წელი, არგენტინელისა და "მანიუს" გზა კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, ამჯერად დი მარია მეტოქის როლში აღმოჩნდა. "მანკუნიანელთა" ქომაგები მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდენ ყოფილ 7-იანს, ერთმა ფანმა ანხელს ლუდის ბოთლიც კი ესროლა. დი მარია ლუდით ზედმეტი უხეშობისგან თავს არ იკავებდა "ემიუს" კაპიტანი იანგი. სამხრეთ ამერიკელმა ამ ყველაფერს გაუძლო, შეასრულა ორი საგოლე გადაცემა, გააკეთა ლუდის დალევის იმიტირება და თავისი ამჟამინდელი გუნდი მნიშვნელოვნად მიაახლოვა 1/4 ფინალს. გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - მანჩესტერი-პსჟ 0:2
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის