მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი: ოლიგარქია ჩვენს სახელმწიფო მოწყობას კლავს

მიხეილ სააკაშვილი: ოლიგარქია ჩვენს სახელმწიფო მოწყობას კლავს

სააკაშვილის თქმით, მას  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და გამჭვირვალე, სუფთა საბანკო სისტემის შექმნა სურს. „ბანკის მიერ მიღებული შემოსავლის ნაწილი საქართველოში ემიგრანტების დაბრუნებისა და რეინტეგრაციისკენ იქნება მიმართული. უფრო მეტიც, როდესაც მთავრობა შეიცვლება, საქართველოს სახელმწიფო მთავარი აქციონერი იქნება. იგივე პრობლემაა უკრაინასა და მოლდოვაშიც: ჩვენ არ შეგვიძლია ეს ადამიანები დავკარგოთ“,-აღნიშნავს სააკაშვილი ემიგრანტების შესახებ. – როგორია თქვენი პროგნოზი – შესაძლებელია ეს მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში განხორციელდეს? „ვფიქრობ, ეს მიმდინარე წლის საკითხია, როგორც ყველა ქვეყანაში. ჩვენ ისეთივე გამოწვევების წინაშე ვართ და იგივე მტრები – ოლიგარქები გყავს. დიახ, არსებობს პუტინის რუსეთი, მაგრამ ისინი იკვებებიან იმით, რომ ოლიგარქები ჩვენი სახელმწიფოს მოწყობას კლავენ. პუტინი ამბობს: ნახეთ, ეს ქვეყნები არ არიან. კორუფცია ის არის, როდესაც რუსეთი მათ ფონზე სიმდიდრისა და სიკეთის კუნძულს ჰგავს. ჩვენი ოლიგარქები ამ საუბრების საბაბს იძლევიან. ასე რომ, შეგვიძლია დავიცვათ თავი: ჩვენი ტერიტორია, დამოუკიდებლობა, დემოკრატიული სისტემა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ორგანიზება“,-განაცხადა სააკაშვილმა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის