საზოგადოება
სასულიერო სემინარიის საბჭო თეოლოგ გოჩა ბარნოვის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

სასულიერო სემინარიის საბჭო თეოლოგ გოჩა ბარნოვის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

გარიცხავენ თუ არა თეოლოგ გოჩა ბარნოვს სასულიერო სემინარიიდან - სემინარიის საბჭო აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

თეოლოგის უფლებამოსილება დროებით, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო შეუჩერეს.

"მე გავცემ პასუხს მატ კითხვებს, რასაც ისინი არასწორად იგებენ. მეტი არაფერი, მე დავაფიქსირებ მკვეთრად და დაფიქსირებულიც მაქვს განცხადებაში, რომ მე ვრჩები ჩემს თეოლოგიურ და კანონიკურ შეხედულებებზე.

აქ საუბარია, უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე და ამას არ ვცვლი. ცდილობენ სხვანაირად გაიგონ, რომ ნახონ მიზეზი გამიშვან სასწავლებლიდან. ეს მათი გადასაწყვეტია, ვერ ჩავერევი მათ გადაწყვეტილებაში,"-აცხადებს გოჩა ბარნოვი.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის