
თურქულმა GQ-მ ყველაზე წარმატებულ ვარსკვლავებს ჯილდოები გადასცა - წლის ადამიანად "ჩუკურის" ვარსკვლავი, არას ბულუთ იინემლი დასახელდა (ფოტოები)

"წლის ადამიანის" ტიტული საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინაციაში GQ-მ თურქული კინოს ვარსკვლავს, არას ბულუთ იინემლის მიანიჭა, რომელიც რეიტინგების ლიდერ სერიალში Çukur (ორმო) მთავარ როლს ასრულებს.
„წლის საერთაშორისო ვარსკვლავი“- ესპანელი მსახიობი პედრო ალონსო გახდა.
წლის İkon- მსახიობი თიმუჩინ ესენი
წლის სპორტსმენი - სტამბოლის „გალათასარაის“ მეკარე, ურუგვაელი ფერნანდო მუსლერა გახდა.
წლის ქალი მსახიობი - დემეთ ევგარი, სერიალ Avlu -ს (ეზო) ვარსკვლავი
თურქული კინოს მხარდამჭერი პრემია Organize İşler 2: Sazan Sarmalı-ის შემოქმედებით გუნდს გადაეცემა, რომელშიც შედიან: იილმაზ ერდოღანი, ქივანჩ თათლითუღი, ეზგი მოლა, რიზა ქოჯაოღლუ და სხვები.
წლის ამომავალი ვარსკვლავი - ჯან იამანი „Erkenci Kuş“ (ნაადრევი ფრინველი)-ის ვარსკვლავი
არას ბულუთ იინემლიმ და დემეთ ევგარმა წელს საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში "ოქროს პეპელას" ჯილდოებიც მიიღეს.
-
21 წუთის წინ
-
1 საათის წინ
-
1 საათის წინ
-
1 საათის წინ
-
3 საათის წინ
-
4 საათის წინ