სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლე უვადოდ განწესდა. შესაბამისი კენჭისყრა დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომაზე გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობა იმ მოსამართლეებმა მიიღეს, რომლებსაც 3 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ თანამდებობაზე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნული. უვადოდ შემდეგი მოსამართლეები განწესდნენ: ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, 12-ხმით ორის წინააღმდეგ, ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 14 ხმით, სრული მხარდაჭერა, გია ბერაია – ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ, ლერი თედორაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ, ინდირა მაშანეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ, სალიხ შაინიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ, ნატო ხუჯაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 ხმით ორის წინააღმდეგ, მერაბ ჯორბენაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, 13 ხმით ერთის წინააღმდეგ.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის