პოლიტიკა
სესიაშვილი: როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება

სესიაშვილი: როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანოა, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა, მასში პრეზიდენტი ვერ იქნება ჩართული. “ეროვნული უშიშროების საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო იმისთვის, რომ მთავრობის დონეზე მოხდეს უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია. ეს არის პრემიერის სათათბირო ორგანო, სადაც შესაბამის უწყებებს საშუალება ექნებათ, რომ მეტი კოორდინაციით, ნაკლები რესურსის დანახარჯით მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების გაზრდა და მოემსახურონ ქვეყნის უსაფრთხოებას. ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ეს არის პრემიერმინისტრის სათათბირო ორგანო, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება. აქ ძალიან მკაფიოდ არის განაწილებული უფლებამოსილებები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის