სპორტი
რამოსი: "ყვითელი ბარათი სპეციალურად მივიღე"

რამოსი: "ყვითელი ბარათი სპეციალურად მივიღე"

"აიაქსი"-"რეალის" მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი სერხიო რამოსი აღმოჩნდა. "სამეფო კლუბის" კაპიტანმა თეთრი მაისურით რიგით მე-600 შეხვედრა ჩაატარა. 32 წლის მცველს მხოლოდ ერთი თამაში აშორებს "ბლანკოსის" ლეგენდებამდე: პაკო ხენტოსა და ფერნანდო იერომდე. გუშინდელი შეხვედრა აგრეთვე იმით იყო გამორჩეული, რომ რამოსმა მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ის საპასუხო მატჩს გამოტოვებს. სერხიოს სულ არ სწყდება გული, პირიქით, მან ეს სპეციალურად გააკეთა: "მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ყვითელი ბარათი შემთხვევით მივიღე. ამის შესახებ მთელი თამაშის განმავლობაში ვფიქრობდი."
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის