მსოფლიო
ტრამპი: ვაშინგტონი ვენესუელაში მოვლენების ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად არის

ტრამპი: ვაშინგტონი ვენესუელაში მოვლენების ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად არის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ვენესუელაში მოვლანების ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად არის, - ამის შესახებ ინფორმაციას USA Today ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული განცხადება კოლუმბიის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გააკეთა. როგორც ტრამპმა განმარტა, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მას რამდენიმე სათადარიგო გეგმა აქვს. ამასთან, პრეზიდენტს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, მათ შორის არც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა - გაგზავნის თუ არა ვაშინგტონი ვენესუელაში სამხედროებს. "ყველა შესაძლო გეგმას განვიხილავთ, მაგრამ ჯერჯერობით არ გავაჟღერებ. ვიცი, ის რომ ვენესუელაში ადამიანებს ცუდად ექცევიან და მე ეს არ მომწონს. ეს არ მაბედნიერებს", - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. მანამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკა ვენესუელელ ხალხს აუცილებლად დაეხმარება და არსებულ ვითარებაზე პასუხიმსგებლობა ე.წ. პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დააკისრა.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის