სპორტი
მონაკოს მწვრთნელი დისკვალიფიცირებულია

მონაკოს მწვრთნელი დისკვალიფიცირებულია

"მონაკოს" მთავარი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი ვერ უხელმძღვანელებს თავის გუნდს ლიონის "ოლიმპიკთან" მოახლოებულ მატჩში. საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის დისციპლინარულმა კომიტეტმა პორტუგალიელი სპეციალისტი "მონპელიესთან" შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა. შეგახსენებთ, რომ "მონპელიემ" "მონეგასკებს" იმ მომენტში გაუტანა გოლი, როდესაც "თავადთა" ნახევარმცველი ალქსანდრ გოლოვინი ტრავმირებული იწვა მოედანზე. სწორედ ეს აღმოჩნდა ჟარდიმის რისხვის მიზეზი, მაგრამ ლიგა 1-ის კომიტეტმა დაუნდობლობა გამოიჩინა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის