მსოფლიო
სააკაშვილი: არ მჯერა, რომ პოროშენკოს მაღალი რეიტინგი და არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს

სააკაშვილი: არ მჯერა, რომ პოროშენკოს მაღალი რეიტინგი და არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს

“მოველი, რომ პოროშენკო ამ არჩევნებში დამარცხდება. ჩვენ პარტიის სხდომა გვქონდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, პარტია „ახალ ძათა მოძრაობის“ დიდ შეკრებას ვგეგმავ, რომელსაც ვხელმძღვანელობ. ისინი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადებიან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნები ურთიერთდაკავშირებული არიან. ორ სკამზე ჯდომას არ ვაპირებ, მაგრამ: გამოწვევები იგივეა, მტრები ძალიან ჰგავს და მათი რეაქცია ჩემნაირია! ორივე მათგანმა მოქალაქეობა ჩამომართვა, მაგრამ ვერავინ გაბედა სასამართლოს წინაშე წარდგენა. მე დევნილი არ ვარ… ძალიან ანეკდოტური სიტუაციაა, არ მახსენებდა წარსულში ასეთი რომელიმე პოლიტიკოსი, სულ მცირე, ასი წლის განმავლობაში. ეს იმიტომ არ არის, რომ მე უნიკალური ვარ, მაგრამ უბრალოდ ორივე ვითარება ერთმანეთს ძალიან ჰგავს“. საქართველოს მესამე პრეზიდენტს პოროშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში ეჭვი ეპარება. “არ მჯერა, რომ მას მაღალი რეიტინგი აქვს და გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მან ქრთამის ისეთივე სქემა ჩამოაყალიბა, როგორიც საქართველოში. მათ ჩემი მონაცემებით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ქსელში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი აქვთ. საქართველოში მოსახლეობის მხრივ ეს მაჩვენებელი უფრო დიდი იყო. უბრალოდ, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინა ძალიან დიდი ქვეყანაა. იქ და სხვა პარტიებსაც ფული აქვთ. მეჩვენება, რომ ეს ხელს შეუწყობს უკრაინას პოროშენკო უფრო სწრაფად ჩამოშორდეს, ვიდრე ივანიშვილის მოშორებას შევძლებთ“,-აცხადებს სააკაშვილი.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის