სპორტი
ლივერპულს ბაიერნთან 3 მცველი დააკლდება?!

ლივერპულს ბაიერნთან 3 მცველი დააკლდება?!

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავისი მცველების ფიზიკურ კონდიციებზე ისაუბრა: "დეიან ლოვრენი და ჯო გომესი ჩვენთან ერთად არ იმყოფებიან. ისინი ვარჯიშობენ ინდივიდუალურად და ვიმედოვნებ, რომ ბაიერნთან მატჩისთვის ხორვატიც და ინგლისელიც მზად იქნება." იმ შემთხვევაში, თუ კლოპის სურვილი არ ახდება, "წითლები" მხოლოდ ჟოელ მატიპის იმედად დარჩებიან ცენტრალურ ხაზში. რაც შეეხება "ლივერპულის" დაცვის ბურჯს, ვირჯილ ვან დეიკს, ის დისკვალიფიცირებულია.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის