პოლიტიკა
21 ოპოზიციური პარტია კამპანიას – “მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად” იწყებს

21 ოპოზიციური პარტია კამპანიას – “მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად” იწყებს

ოპოზიციის მოთხოვნაა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, აღნიშნული მოთხოვნა და ამ მოთხოვნისთვის ბრძოლა დაახლოებით 2 კვირის წინ დააანონსეს. იქამდე კი საინიციატივო ჯგუფის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. „საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტში შეიტანა საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა. ჩვენი მიზანია, მორიგი წარმატებული მცდელობა განვახორციელოთ უვარგისი საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად, რათა 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს და საბოლოოდ დასრულდეს ე. წ მაჟორიტარული სისტემა. მარტივად დგას საკითხი, თუ რაღაც კარგია 2024 წელს, რატომ არ შეიძლება ეს კარგი განხორციელდეს 2020 წელს. რატომ უნდა მოიპაროს კიდევ ერთხელ ხელისუფლებამ დაახლოებით მანდატების 25 პროცენტი, როცა ეს შეიძლება გამოვასწოროთ. ბიურომ საკითხი განსახილველად გადასცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც განიხილავს ჩვენს ინიციტიავას. ჩვენ ველოდებით ხელმოწერების ბლანკის გადმოცემას. გვეძლევა ოთხი თვე, რათა შეგროვდეს ხმები და ჩავაბაროთ პარლამენტს, რათა დაიწყოს საერთო საჯარო განხილვის პროცესი და შემდგომ საპარლამენტო მოსმენები“, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის