მსოფლიო
ვენესუელის პარლამენტმა PDVSA-ს დირექტორთა საბჭოში ალტერნატიული წარმომადგენლები დანიშნა

ვენესუელის პარლამენტმა PDVSA-ს დირექტორთა საბჭოში ალტერნატიული წარმომადგენლები დანიშნა

PDVSA-ს დირექტორთა ალტერნატიულ საბჭოში 5 ადამიანი შევიდა, ხოლო მისი შვილობილი ამერიკული კომპანია Citgo-ს დირექტორთა საბჭოში – 6. აქამდე Reuters წერდა, რომ ხუან გუაიდო, რომელმაც თავი ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა, ამერიკული შვილობილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ფორმირებას 4 ადამიანისგან აპირებდა, საიდანაც 2 ვენესუელელი იქნებოდა, ხოლო 2 – ამერიკელი. გუაიდოს გეგმების შესახებ, PDVSA-სა და Citgo-ს დირექტორთა საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, Bloomberg-ი წერდა. აშშ-მა, იანვრის ბოლოს, PDVSA-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რის შედეგადაც დაიბლოკა კომპანიის აქციები, რომელიც 7 მილიარდ აშშ დოლარს გულისხმობს. ამასთან, ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ გააგრძელონ ვენესუელისგან ნავთობის შესყიდვა, თუმცა მიღებული თანხა დაბლოკილ ანგარიშზე დაჯდება. სანქციების გაუქმების პირობად, თეთრმა სახლმა, ქვეყნის ხელისუფლების ხუან გუაიდოსთვის გადაცემა დაასახელა. ვაშინგტონი ფიქრობს, რომ აქტივების გაყიდვით, თანხა შენარჩუნება ვენესუელის მაცხოვრებლებისთვის. ვენესუელის ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ, 23იანვარს თავი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა, ხოლო ნიკოლას მაუდროზე განაცხადა, რომ იგი ქვეყანას უკანონოდ მართავს.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის