სამართალი
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის 2 პირი დააკავეს

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში 2 პირი დააკავა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან: ნ.გ. და წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი შ.ქ.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „კო-44“-ის სისტემის კარაბინი, 3 მჭიდი და 110 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის