სამართალი
„ეს არის სამარცხვინო საქმე“ - ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის და ყოფილი ვიცე-მერის სასამართლო პროცსი გადაიდო

„ეს არის სამარცხვინო საქმე“ - ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის და ყოფილი ვიცე-მერის სასამართლო პროცსი გადაიდო

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას სქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა 26 თებერვლისთვის გადაიდო. ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.

პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო. უფლებადამცველები არასაკმარის მტკიცებულებებზე საუბრობენ. მათი განცხადებით ხელისუფლებამ ყოფილი მაღალჩინოსნები გაწირა.

„თანაგუნდელები გაწირეს თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს, იმიტომ რომ ეს საქმე ძალიან ბევრს შეიწირავს, მაგალითად ქობალია, რომელიც პასუხისგებაშია მიცემული, იმ მუხლითვე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაიაც უნდა მიეცეს პასუხისგებაში. თუ დანაშაულის შეუტყობინებლობაზეა საუბარი, მის ხელში გაიარა ამ ჩანაწერებმა. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, ეს არის სამარცხვინო საქმე და მათთვის სრული კრახით დასრულდება“, - განაცხადა არასამტავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის