სპორტი
გარდაიცვალა მწვრთნელი, რომელმაც აღზარდა ბექჰემი, სქოულზი და გიგსი

გარდაიცვალა მწვრთნელი, რომელმაც აღზარდა ბექჰემი, სქოულზი და გიგსი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ერიკ ჰარისონი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბრიტანელი კლუბის სტრუქტურაში 1981 წლიდან მუშობდა. სწორედ მან აღზარდა თავის დროზე ლეგენდარული "თაობა 92", რომელმაც მომავალში "წითელი ეშმაკების" წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა. მწვრთნელის გარდაცვალების გამო მწუხარება უკვე გამოთქვა "მანიუს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა და რამდენიმე ფეხბურთელმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის